საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ხვალ და ზეგ ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ნალექის დიდმა რაოდენობამ შესაძლოა წყალდიდობებიც გამოიწვიოს.
სინოპტიკოსებისები ასევე ვარაუდობენ სეტყვასაც.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და
პროგნოზირების ცენტრში "ინტერნეტ.ჯი"-ს განუცხადესი, 9-10 ივლისს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უხვი ნალექი იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და
პროგნოზირების ცენტრის თანამშრომლის, სვეტლანა ნიორაძის განცხადებით ძლიერი წვიმა იქნება დედაქალაქშიც.
მისი თქმით, პატარა მდინარეებზე
წყალმოვარდნებიცაა მოსალოდნელი. რაც შეეხება ტემპერატურას, ის დაიკლებს და 20-25 გრადუსი იქნება.
internet.ge