შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყებაში განხორციელებული საკადრო ცვლილების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციით:
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილედ დაინიშნა ეკატერინე ზღულაძე.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი დაიკავა შოთა ხიზანიშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე რჩება შალვა ჯანაშვილი.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებად დაინიშნენ ასევე გიორგი ლორთქიფანიძე და ნოდარ ხარშილაძე.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი გახდა ნიკა ძიმცეიშვილი.
სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა პოლიციის პოლკოვნიკი ვახტანგ ბოჭორიშვილი.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორად - პოლკოვნიკი ლევან ქარდავა.
შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორად - ვიცე პოლკოვნიკი რევაზ შიუკაშვილი.
შსს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსი - პოლიციის პოლკოვნიკი თენგიზ გუნავა.
შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა პოლიციის ვიცე პოლკოვნიკი ალექსანდრე სვინტრაძე.
შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსად - პოლიციის ვიცე პოლკოვნიკი გიორგი კოკაია.
შსს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად - პოლიციის პოლკოვნიკი ლევან კახიანი.
შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად - პოლიციის მაიორი ილია გამგებელი.
შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად - პოლიციის კაპიტანი ვეფხია საგინაშვილი.
ქალაქ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი - ირაკლი ყიფშიძე.
internet.ge