შს სამინისტროს სამაშველო სამსახური მზად არის რუსეთში, სტიქიური უბედურების ზონაში გაემგზავროს
შს სამინისტროს განცხადებით, სამინისტროს სამაშველო სამსახურმა მიიღო დავალება, რის
საფუძველზეც მაშველები მზად არიან, რუსეთის ფედერაციაში, კრასნოდარის
მხარეში მომხდარ წყლალდიდობასთან დაკავშირებით, გაფრინდნენ ან
გაემგზავრნონ ზღვით, რათა ადგილზე გაუწიონ დახმარება წყალდიდობით
დაზარალებულ მოსახლეობას.
საქართველოს ხელისუფლება ასევე მზადყოფნას გამოთქვამს ჰუმანიტარული დახმარების
გასაწევად.
შეგახსენებთ, რომ კრასნოდარის დატბორვის გამო 13-ათასი ადამიანი
უსახლკაროდ დარჩა. წყალდიდობამ სამი დიდი ქალაქი და ოთხი მცირე დასახლება
დააზიანა.
კრასნოდარის მხარეს სტიქიური უბედურება თავს პარასკევს
დაატყდა.
ამ დროის ინფორმაციით დაღუპულია 144 ადამიანი, თუმცა შესაძლოა ეს
ციფრი კიდევ გაიზარდოს.
5 ივლისი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრასნოდარი
ვერტმფრენით მოინახულა.
internet.ge