GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა იწყება
08:55 09.07.2012
დღის სიახლეები

დღედან სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამა იწყება და იგი 9 ნოემბრამდე გაგრძელდება.

სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის დამტკიცების შესახებ დადგენილების მიხედვით, პროგრამის მიზანია საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინის­ტრის აპარატისათვის სამუშაოს მაძიებელთა ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნის ხელშეწყობა, პროგრამის ამოცანა კი - სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა.

პროგრამის მოსარგებლეები არიან სამუშაოს მაძიებელი საქარ­თვე­ლოს მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.

სამუშაოს მაძიებლად ითვლება 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელსაც არა აქვს და ეძებს სამუშაოს ან აქვს სამუშაო და მზად არის სხვა სამუშაოს შესასრულებლად.

15-დან 18 წლამდე ასაკის სამუშაოს მაძიებლისათვის სავალდე­ბუ­ლოა მშობლის/მეურვის თანხმობა.

პროგრამის მოსარგებლეები არ არიან: ის პირები, რომლებიც არ იმყოფებიან ოჯახში 12 თვის და მეტი პე­რიოდის განმავლობაში; სამხედრო პირები (წვევამდელები და სამხედრო პირები), რომ­ლე­ბიც ცხოვრობენ ყაზარმებში; საპატიმროებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, თავშესაფ­რებ­ში/პანსიონატებში, სააღმზრდელო და სხვა ინსტიტუციურ დაწესებულე­ბებში მყოფი (მცხოვრები) პირები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები.

მოქალაქეებთან ვიზიტი ელექტროენერგიის სააბონენტო ნომრის მისამართების მიხედვით მოხდება. აღრიცხვა ნებაყოფლობითი და უფასო იქნება.

შეიქმნება ერთიან მონაცემთა ბაზა. მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული სამინისტროებისა თუ უწყებებისთვის. პროგრამას სოციალური მომსახურების სააგენტო განახორციელებს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

დასაქმების მსურველთა ბაზა დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატს გადაეცემა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თერჯოლაში საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან სპეცრაზმია მობილიზებული1
თბილისში ანდერს გოფ რასმუსენს ელოდებან2
ბლოკ "ქართულ ოცნებას" საარჩევნო ნომრად 41 მიენიჭა3
"ემის" ნომინანტები დასახელდნენ4
კახი კალაძის მამამ ‘’ქართულ ოცნებას" 60 ათასი ლარი შესწირა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X