GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსეთში გლოვის დღეა
10:08 09.07.2012
დღის სიახლეები

კრასნოდარის მხარეში მომხდარი სტიქიური უბედურებით გამოწვეული ტრაგედიის გამო, დღევანდელი დღე რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა - იუწყება კრემლის პრესსამსახური.

სტიქიას ოფიციალური მონაცემებით 144 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით მსხვერპლი გაცილებით დიდია.

ვლადიმერ პუტინმა, რომელიც კრიმსკში 7 ივლისს ჩავიდა, მხარის ხელმძღვანელობასთან გამართულ თათბირზე განაცხადა, რომ უბედურების თავიდან ასაცილებლად მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და მიღებულ ზომებს საგამოძიებო კომიტეტი განიხილავს. როგორც რუსული მედია წერს, დაღუპულთა ნათესავები ეჭვობენ, რომ მოახლოებული უბედურების შესახებ გარკვეული ინფორმაცია ხელისუფლებას უნდა ჰქონოდა.

ხელისუფლებამ უარყო მოსახლეობაში გავრცელებული ვერსია იმის შესახებ, რომ წყალსაცავზე დამბა გაირღვა ან შეგნებულად გახსნეს. კრასნოდარის მხარის ხელმძღვანელმა მიხეილ ტკაჩოვმა განმარტა, რომ ეს „ბოდვაა“ და წყალდიდობის მიზეზი არანორმალურად დიდი რაოდენობის ნალექი გახდა.

ტკაჩოვმა ასევე განაცხადა, რომ მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იქნებოდა, „უბედურება თავს რომ არ დასტყდომოდა იმ სახლებს, სადაც მოხუცები და ინვალიდები ცხოვრობდნენ. მათ ვერ შეძლეს უცბათ დაეტოვებინათ დატბორვის ზონა და ამან გამოიწვია მსხვერპლის რაოდენობის ზრდა“ - განაცხადა ტკაჩოვმა.

შეგახსენებთ, საქართველოს შს სამინისტრომ  განაცხადა, რომ სამაშველო სამსახურები მზად არიან მომხდარ წყლალდიდობასთან დაკავშირებით, გაფრინდნენ ან გაემგზავრნონ ზღვით, რათა ადგილზე გაუწიონ დახმარება წყალდიდობით დაზარალებულ მოსახლეობას.

საქართველოს ხელისუფლება ასევე მზადყოფნას გამოთქვამს ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს სამძიმარს უცხადებს1
ეკა ბესელია: პირველივე კვირას პარლამენტში მნიშვნელოვანი საკითხების ინიცირება მოხდება2
ბიძინა ივანიშვილმა გატაცებული ძმის გამოსასყიდი თანხა არ გადაიხადა (VIDEO)3
მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულებაში ცვლილება შევიდა4
პრეზიდენტმა 7 დღის ვადაში პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა უნდა შეარჩიოს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X