„ქართუ ჯგუფის“ აქციათა
100%-ის გაყიდვა ხვალ მოხდება. ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე
განაცხადა. მისი ინფორმაციით, აქციათა მფლობელების უცხოელი ადვოკატები ამჟამად
თბილისში იმყოფებიან და დღეს ისინი სპეციალურ ბრიფინგს გამართავენ.
ივანიშვილის პრესსპიკერის
თქმით, ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იყიდის „ქართუს“.
„სავარაუდო მყიდველის
ვინაობა ჩვენთვის ცნობილი არ არის. შეიძლება ის არც არავინ შეიძინოს და
ხელისუფლებამ მიიტაცოს,“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
internet.ge