შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახურის ყოფილი უფროსი ზურაბ გვენეტაძე, პრემიერ-მინისტრის საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერნეტ.ჯი“-ს
გვენეტაძემ თავად დაუდასტურა.
მისი თქმით, მთავრობის კანცელარიაში
განაგრძობს მუშაობას შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა
უტიაშვილიც. თუმცა გვენეტაძე უტიაშვილის თანამდებობას ჯერჯერობით არ ასახელებს.
„ინტერნეტ.ჯი“ შოთა უტიაშვილსაც
დაუკავშირდა, რომელმაც პრემიერ-მინისტრის აპარატში გადასვლა დაადასტურა.
„ინფორმაციას, რომელიც ჩემს თანამდებობას
ეხება, ორ დღეში გაიგებთ“,- განაცხადა უტიაშვილმა.
internet.ge