ჯანდაცვის
მსოფლიო ორგანიზაცია და გაერო ახლადაღმოჩენილ ვირუსთან გამკლავებას ცდილობენ.
ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, მათ გარკვეული კავშირი გამოავლინეს
ენტეროვირუს-71-ს, რომელიც ხელების, ფეხებისა და პირის ღრუს ტკივილს იწვევს და იმ
უცნობ დაავადებას შორის, რომელმაც კამბოჯაში 60-მდე ბავშვის დაღუპვა გამოიწვია.
ექიმებმა
ენტეროვირუს-71 გარდაცვლილი ბავშვების სხეულის უმეტესობაში აღმოაჩინეს.
მანამდე
კამბოჯის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ ბავშვები ადგილობრივ
საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული დაავადებების სიმპტომებით მიჰყავდათ. ექიმებმა
ჯერჯერობით მხოლოდ ერთი პაციენტის გადარჩენა მოახერხეს.
internet.ge