GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თავდაცვის სამინისტროს ახალი შემადგენლობა ჰყავს
13:46 09.07.2012
დღის სიახლეები

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებები თანამშრომლებს გააცნო.
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თანამშრომლებს ახალი მოადგილეები წარუდგინა. 

მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა აკაკი სეფერთელაძე, რომელიც მანამდე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის პოსტებს იკავებდა. 

მინისტრის მოადგილედ დაინიშნა დავით ახალაია, რომელიც მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 

დიმიტრი შაშკინმა მინისტრის მოადგილედ ასევე წარადგინა მაია სიფრაშვილი, რომელიც 2009 წელს მინისტრის მრჩეველი გახლდათ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში, 2010 წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამავდროულად პროგრამა ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ხელმძღვანელი გახლდათ.პრეზიდენტისგან მიღებული აქვს ღირსებისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენები.

მინისტრის მოადგილედ ასევე ინიშნება დავით ნარდაია, რომელიც არის თავდაცვის სამინისტროს დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი. 

მოადგილეებთან ერთად დიმიტრი შაშკინმა თანამშრომლებს ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელებიც გააცნო. 

ადმინისტრაციის უფროსი - გენრიეტა მუმლაძე, რომელიც იგივე პოზიციას იკავებდა განათლებისა და მეცნიერების  და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში.

შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი - ირაკლი ანდრიაშვილი.

საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი - ეკა ჭუმბურიძე.

ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - როინ გიუნაშვილი. 

თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი - ქეთევან ასისტიშვილი.

სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი - ნანა როსტობაია.

გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციის უფროსი - იოსებ თოფურიძე.

სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი-თეიმურაზ იობიძე. სამინისტროში ასევე იქმნება ახალი დეპარტამენტი - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რომელსაც უხელმძღვანელებს გიორგი გულუა.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
“ნეთსმა” შენგელია საზაფხულო ლიგის განაცხადში შეიყვანა1
დაღესტანში საქართველოს საზღვრის სიახლოვეს რუსეთი ჯარის კონცენტრაციას ახდენს2
ცხელი კერძის გადასხმის შედეგად წლინახევრის ბავშვმა ძლიერი დამწვრობა მიიღო3
ფოტორეპორტაჟი: ამერიკელი სენატორები რთველში4
ქალაქ ლაზიკას პროექტი5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X