მამრაძის
ხევში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დღეს, თბილისის მერმა გიგი უგულავამ
დაათვალიერა,
მოსახლეობას
შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
ჩუღურეთის
რაიონში, მამრაძის ხევში, გზის აღდგენა სამი კვირაა დაიწყო. გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები,
4500 კვ.მ. ფართობზე კაპიტალურად იგება ასფალტის საფარი და კეთდება ბეტონის ბორდიურები. სამუშაოები სრულად 10 დღეში დასრულდება.
“ყველაფერი
კარგია რაც კეთდება, მაგრამ აუცილებელია ხალხმა სარგებელი ნახოს, წინააღმდეგ
შემთხვევაში უკმაყოფილება იქნება. თუ ადამიანი არ მუშაობს, მაშინ ის უიმედობაში
რჩება და ეს უნდა შეიცვალოს. ყველას სამსახური უნდა ჰქონდეს, ისევე, როგორც
ჯანდაცვის სადაზღვეო პაკეტი. ოჯახის შემოსავალი უნდა იყოს სტაბილური“,- განაცხადა
უგულავამ.
თბილისის
მასშტაბით
საგზაო ინფრასტრუქტურის
მოწესრიგება
აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქის ყველა უბანში მეორე ხარისხოვანი, შიდა-კვარტალური გზების რეაბილიტაცია ორი წლის
განმავლობაში
დასრულდება.
internet.ge