რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა 171 ადამიანის გარდაცვალებაში ადგილობრივი ხელისუფლება დაადანაშაულა
რუსეთის საგანგებო
სიტუაციათა მინისტრმა ადგილობრივი ხელისუფლება დაადანაშაულა არასათანადო
ქმედებაში, რათა წყალდიდობისგან დაეცვა 171 ადამიანის სიცოცხლე. ამის შესახებ ინფორმაციას
„როიტერი“ ავრცელებს.
ადგილობრივი
მოსახლეობის განცხადებით, წყლის მასა იმდენად დიდი იყო, რომ საჭირო იყო
წყალსაცავის გახსნა. საგანგებო სიტუაციების მინისტრი, ვლადიმერ პუჩკოვი აცხადებს,
რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამასთანავე ვერ უზრუნველყო მოსახლეობის დროული
ინფორმირება.
„57 000 ადამიანს მოუხდა
სახლის დატოვება. მათ ქვეყანა 10 000 რუბლს (300 დოლარს) გადასცემს,“– წერს გავლენიანი საინფორმაციო სააგენტო.
ამასთანავე, სტატიაში მოყვანილია რუსეთის მოქალაქის კომენტარი – „არაფერი აღარ
დამრჩა. მე კრედიტით მქონდა ავეჯი და ტექნიკა ნაყიდი და ჯერ კიდევ არ დამისრულებია
მისი გადახდა, თუმცა, ეს ყველაფერი გამინგდურდა წყალდიდობის შედეგად.“
internet.ge