GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგის მეთოდოლოგიის პრეზენტაცია გამართა
15:54 09.07.2012
დღის სიახლეები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე თინა ბოკუჩავამ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თბილისის ოფისში პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგის მეთოდოლოგიის პრეზენტაცია გამართა.

მისი თქმით პროექტი მიზნად ისახავს პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიზანია საქართველო წარმატებული იყოს პოლიტიკურ კორუფციასთან ბრძოლაში. ჩვენი მიზანია, პოლიტიკური ფინანსები იყოს გამჭვირვალე და პოლიტიკური პარტიები ანგარიშვალდებულნი იყვნენ საზოგადოების წინაშე. ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა პოლიტიკური საქმიანობისთვის უნდა გამოიყენოს მხოლოდ კანონიერი ფული და არ მოახდინოს ამომრჩველის ხმაზე უკანონო ფინანსებით უსამართლო ზემოქმედება. სწორედ ამიტომ, ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ინტენსიურად მუშაობდა სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ექსპერტებთან, რათა შეგვექმნა დოკუმენტი, რომელიც დეტალურად განმარტავს საქართველოს კანონმდებლობას პოლიტიკური ფინანსების სფეროში“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, უწყება მონიტორინგის  პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას მიესალმება.

„დოკუმენტის შემუშავების პროცესში, სახელმწიფო აუდიტის სამსახური კონსულტაციებს აწარმოებდა პოლიტიკურ პარტიებთანაც, რომლებიც ასევე მიესალმებიან ამ წინგადადგმულ ნაბიჯს. პრევენცია ამ დოკუმენტის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა. პოლიტიკურ პარტიებს წარმოდგენილ დოკუმენტთან ერთად დარღვევების პრევენციაში ასევე დაეხმარება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობით ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს შეუძლია გაიაროს კონსულტაცია ნებისმიერ ფინანსურ საკითხზე. დოკუმენტის პრაქტიკაში დანერგვასთან ერთად, დოკუმენტის შემდგომი დახვეწის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ქმნის საკონსულტაციო საბჭოს, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. სახელმწიფო აუდიტის სამსახური გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და იმედოვნებს, რომ პოლიტიკური სუბიექტები, სამოქალაქო სექტორი და საქართველოს საზოგადოება გაიზიარებს ამ ძალისხმევას, რომ კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდეს პოლიტიკური პარტიების ფინანსები საქართველოში სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად და ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრებისთვის არჩევნების შემდგომ“,- დასძინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილემ.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კობახიძე: ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს ჩვენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან1
ირაკლი ალასანია: ქვეყნაში ჯერ კიდევ ჯიბის სასამართლოა2
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო3
ეკა ზღულაძემ ირაკლი ღარიბაშვილს შს სამინისტროში მიმდინარე პროცესები გააცნო4
5 წლის გოგონამ უფროსი მეგობარი მანიაკის მიერ გაუპატიურებას სიცოცხლის ფასად გადაარჩინა (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X