GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„სტუდენტური სახე 2012“-ის მონაწილეები ფოტოსესიას მართავენ
17:54 09.07.2012
დღის სიახლეები

დღეს, სილამაზის კონკურსის „მის სტუდენტური სახე 2012"-ის ფარგლებში კონკურსანტების ფოტოსესია გაიმართა. იგი თემატურად ჯანსაღი ცხოვრების წესს ეძღვნება და „კიკალა სტუდიოში" ტარდება. გოგონებმა ფოტოსესიისთვის მოსამზადებელი ეტაპი სილამაზის ცენტრ "ლე ბლანში" გაიარეს, სადაც ვარცხნილობები გაუკეთდათ, ხოლო კომპანია "ეივონმა" გოგონების მაკიაჟზე იზრუნა. ფოტოსესიაში მონაწილეობას ის 30 ფინალისტი მიიღებს, რომელიც 28 ივლისს ბათუმში ერთმანეთს ფინალურ კონკურსზე შეხვდება.

პროექტში მონაწილე სტუდენტების შერჩევა შიდა-კონკურსისა და ფინალური კასტინგის შედეგად მოხდა. უნივერსიტეტთაშორის პროექტში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით არსებული 30 უმაღლესი სასწავლებელი იღებს, მათ შორის, რეგიონებიც: ბათუმი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ორგანიზაცია „სტუდენტური სახე"-ს ინიციატივით, სილამაზის კონკურსი „მის სტუდენტური სახე" მეოთხედ ტარდება. წელს „მის სტუდენტური სახე" ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ეძღვნება. პროექტი საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის Don’t Worry, Be Healthy!-ს, რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული საბჭოსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით ხორცილდება.

კონკურსის ფარგლებში სხვადასხვა სახის სოციალური, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიება იგეგმება. "სტუდენტური სახე 2012"-ის მთავარი პრიზი ავტომობილია.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბოროტმოქმედებმა 2 თვის ბავშვის გატაცება სცადეს1
ივანიშვილმა ლენტეხში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა2
წლინახევრის ბავშვი ძიძამ გამვლელს აჩუქა (VIDEO)3
ბაღათურია ბაქრაძეს მოუწოდებს ბოდიში მოიხადოს4
საქართველოში შიდსის მაჩვენებელი იზრდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X