რუსეთის
დუმის სპიკერმა სერგეი ნარიშკინმა ბაქოში ვიზიტისას განაცხადა, რომ კარგი
იქნებოდა, პოსტსაბჭოთა სივრცეში შექმნილიყო „ევრონიუსის“ მსგავსი ერთიანი
საინფორმაციო არხი.
ბაქოს სლავურ უნივერსიტეტში გამოსვლისას მან
განაცხადა, რომ შექმნის სტადიაში მყოფი ევრაზიული კავშირის საინფორმაციო სივრცე
იმუშავებს არა მარტო ევრაზიულ სამეულზე - რუსეთზე, ბელორუსსა და ყაზახეთზე, არამედ
სხვა ქვეყნებზეც, მაგალითად, აზერბაიჯანზე.
„პირველი ნაბიჯი, მიმაჩნია, რომ უნდა იყოს „ევრონიუსის“ მსგავსი საინფორმაციო
არხის შექმნა“ - განაცხადა ნარიშკინმა.
internet.ge