ძლიერი წვიმის გამო ქუთაისში, ბათუმსა და გურჯაანში მოსახლეობას
პრობლემები შეექმნა.
გადაუღებელი წვიმის შედეგად ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე, წყალი
საცხოვრებელ სახლებში შევიდა. ადგილზე მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის
წარმომადგენლები მუშაობენ. მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა.
ასევე ძლიერი წვიმის გამო ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ამ
დროისათვის ქალაქის ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოები აღარ მიმდინარეობს.
რაც შეეხება გურჯაანის რაიონს, ამ წუთებში ადგილზე სახლებიდან წყლის ამოტუმბვა ხორციელდება. კახეთში ამ დრომდე წვიმს.
internet.ge