GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას მიესალმება
13:20 10.07.2012
დღის სიახლეები

სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ იური ვაზაგაშვილისა და ციალა შანავას სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა. საქმე ეხება 2012 წლის 2 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მომზადებულ სიუჟეტს, სადაც ნათქვამი იყო, რომ "ვაზაგაშვილი შეიარაღებული დაჯგუფების წევრი იყო“ .

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით ზურა ვაზაგაშვილის მშობლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში წარადგინეს საჩივარი და მოითხოვეს  გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა.

13 ივნისის სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, იური ვაზაგაშვილისა და ციალა შანავას უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონმდებლობის შესაბამისად გასაჩივრდა  სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის“  სააპელაციო ორგანოში (სამეურვეო საბჭოში), რომელმაც მიიჩნია, რომ 2012 წლის 2 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 16:00 საათიის საინფორმაციო გამოშვება "მოამბეში“ გასულ სიუჟეტში ფრაზით - "ვაზაგაშვილი შეიარაღებული დაჯგუფების წევრი იყო“ დარღვეული იყო ჯეროვანი სიზუსტე.

„სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორს დაევალა უზრუნველყოს სამეურვეო საბჭოს 2012 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილების გაშუქება  16:00 საათიან საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“.

მნიშვნელოვანია, რომ ამავე გადაწყვეტილებით გაკეთდა მითითება, რათა მოხდეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა, პრევენციული ზომების მიღება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამართლიან გადაწყვეტილებას. იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული პრეცედენტული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მედიაში უდანაშაულობის პრეზუმფციის სტანდარტის ამაღლებას“,- ნათქვამია განცხადებაში.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გია ხუხაშვილი „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შესახებ საგანეგებო განცხადებას გააკეთებს1
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო2
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პარლამენტის შენობას დაათვალიერებენ3
მამაკაცი ამტკიცებს, რომ მფრინავი თეფში გადაიღო4
ასტრონომებმა კოსმოსში გიგანტური ალმასი აღმოაჩინეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X