დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძლიერი წვიმაა ნავარაუდევი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ნალექის დიდმა რაოდენობამ შესაძლოა წყალდიდობებიც გამოიწვიოს.
სინოპტიკოსებისები ასევე ვარაუდობენ სეტყვასაც.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში "ინტერნეტ.ჯი"-ს განუცხადეს, 9-10 ივლისს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უხვი ნალექი იქნება.
გუშინ ძლიერი წვიმის გამო ქუთაისში, ბათუმსა და გურჯაანში მოსახლეობას პრობლემები შეექმნა.
გადაუღებელი წვიმის შედეგად ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე, წყალი საცხოვრებელ სახლებში შევიდა. ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. წვიმამ დააზარალა გურჯაანის რაიონიც.
დღეს გადაუღებლად წვიმს თბილისშიც, რამაც შესაძლოა დედაქალაქს პრობლემები შეუქმნას.
internet.ge