ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორის, ლუის ნავაროს ინფორმაციით, საქართველოში დემოკრატიის კუთხით, მოქალაქეთა აზრი უარესობისკენ შეიცვალა.
როგორც
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, NDI–ის კვლევის შედეგების წარდგენისას ნავარომ
განაცხადა, კითხვაზე – „არის თუ არა საქართველოში დემოკრატია?“ რესპოდენტთა - 38 პროცენტი აცხადებს, რომ არის, ხოლო 43 პროცენტი ამბობს, რომ არ არის.
შეგახსენებთ, რომ
თემაზე - „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ NDI-მ კვლევა 4 ივნისიდან - 22
ივნისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 6,299 პირისპირ ინტერვიუს
წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩაატარა. NDI-მ კი, კვლევების შედეგები დღეს
გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა.
internet.ge