სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია, მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოების ანგარიშების განსახილველად დღეს
შეიკრიბა.
კომისიის გადაწყვეტილებით, პირობით ვადამდე ის 7
მსჯავრდებული გათავისუფლდება, რომელთა განცხადებები, გუშინ, საბჭოების ზეპირი მოსმენის შემდეგ არ დაკმაყოფილდა.
სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია პერიოდულად, არანაკლებ სამ თვეში ერთხელ იკრიბება. მსჯავრდებულთა განცხადებებს კი, პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოები ყოველი თვის ბოლოს განიხილავენ.
Internet.ge