მოსახლეობისთვის პრიორიტეტული - სამუშაო ადგილები, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და ტერიტორიული მთლიანობაა
საქართველოს მოსახლეობისთვის სამ უმთავრეს პრიორიტეტს - სამუშაო ადგილები, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და ტერიტორიული მთლიანობა წარმოადგენს.
დღეს, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) კვლევების პრეზენტაცია გამართა, სადაც აღნიშნულია, რომ გამოკითხულთა 58 პროცენტისთვის ყველაზე პრიორიტეტული საკითხი – სამუშაო ადგილების შექმნაა, 33 პროცენტისთვის – ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ასევე 33
პროცენტისთვის ტერიტორიული მთლიანობა პრიორიტეტს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ
თემაზე - „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ NDI-მ კვლევა 4 ივნისიდან - 22
ივნისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 6,299 პირისპირ ინტერვიუს
წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩაატარა. NDI-მ კვლევების შედეგები დღეს
გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა.
internet.ge