ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს
მოსახლეობის 67 პროცენტი პარლამენტის წევრების მინიმალური ასაკის ზღვარის 25-დან 21 წლამდე შემცირებას არ ეთანხმება.
დღეს, ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევების პრეზენტაცია გამართა, სადაც ნაჩვენებია,
რომ გამოკითხულთა 67 პროცენტი სადეპუტატო ასაკის 21 წლამდე შემცირების წინააღმდეგია,
ხოლო ეს სიახლე 16 პროცენტისთვის მისაღებია.
ამას
გარდა, NDI-ის კვლევების მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 13 პროცენტი ფიქრობს, რომ მომავალი არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდება.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის 42 პროცენტი ფიქრობს, რომ არჩევნები მეტნაკლებად კარგად ჩატარდება, 17 პროცენტი თვლის, რომ არჩევნები ნაწილობრივ გაყალბდება, 4 პროცენტი
არჩევნების სრულ გაყალბებას ელის, ხოლო 23
პროცენტი პროგნოზს ვერ აკეთებს.
internet.ge