ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას გამოკითხულთა 33 პროცენტი მიესალმება.
დღეს, ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევების პრეზენტაცია გამართა, სადაც კითხვაზე: „მხარს უჭერთ თუ არა სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას?” - დადებითი პასუხი - 33 პროცენტმა გასცა, - 36 პროცენტი ამ იდეას მხარს არ უჭერს, კითხვაზე პასუხი არ აქვს
– 27
პროცენტს, ხოლო პასუხზე უარი – 3 პროცენტმა
განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ
თემაზე - „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ NDI-მ კვლევა 4 ივნისიდან - 22
ივნისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 6,299 პირისპირ ინტერვიუს
წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩაატარა. NDI-მ კი, კვლევების შედეგები დღეს
გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა.
internet.ge