ინგუშეთის
უშიშროების საბჭოს მდივანმა ახმედ კოტიევმა განაცხადა, რომ რესპუბლიკის
ხელმძღვანელობას ჩაბარდა ჩრდილოკავკასიის იატაკქვეშეთის ლიდერის, დოკუ უმაროვის
დაცვის ერთ-ერთი წევრი, რომლის გვარსაც ჯერ არ ახმაურებენ.
„ის
სახელმწიფო დაცვის ქვეშ არის“ - განაცხადა კოტიევმა ადამიანის უფლებათა დაცვის
საპრეზიდენტო საბჭოს სხდომაზე, რომელზეც იმ ბოევიკების მშვიდობიან ცხოვრებაში
ადაპტაციის საკითხებს განიხილავდნენ, რომლებმაც განიარაღება და ჩაბარება
გადაწყვიტეს.
კოტიევის თქმით მშვიდობიან ცხოვრებას უკვე 31
ყოფილი ბოევიკი დაუბრუნდა და ამჟამად, მეამბოხეთა რაოდენობა ინგუშეთში 50-ს არ
აჭარბებს.
internet.ge