ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა
36 პროცენტისთვის რელიგიური მრწამსი ყოველდღიური გადაწყვეტილების მიღებაში ძალიან
მნიშვნელოვანია.
დღეს, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევების პრეზენტაცია გამართა, სადაც კითხვაზე – „რამდენად
მნიშვნელოვანია თქვენი რელიგიური მრწამსი ყოველდღიური გადაწყვეტილების მიღებაში?“ 36
პროცენტი აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, 48 პროცენტი ამბობს, რომ
მნიშვნელოვანია, 14 პროცენტი –
ნეიტრალურია, ხოლო 2 პროცენტისთვის უმნიშვნელოა.
ამასთან, კითხვაზე – „განსაკუთრებული
ღონისძიებების გარდა, როგორიცაა ქორწინება ან გასვენება, რამდენად ხშირად ესწრებით
რელიგიურ მსახურებას?“ – 1 პროცენტი ამბობს, რომ ყოველ დღე ესწრება, კვირაში ერთზე
მეტჯერ – 5 პროცენტი ესწრება, კვირაში ერთხელ – 13 პროცენტი, თვეში ერთხელ მაინც –
17 პროცენტი, მხოლოდ განსაკუთრებულ დღესასწაულებზე – 23 პროცენტი, უფრო იშვიათად –
27 პროცენტი, ხოლო არასოდეს – 13 პროცენტი.
internet.ge