GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სასამართლომ გამგეობას მოქალაქის განცხადების ხელახალი შესწავლა დაავალა
16:26 10.07.2012
დღის სიახლეები
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მარინა ქისიშვილის სარჩელი, მოპასუხეების ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის და ქ. თბილისის მერიის მიმართ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე. 

საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელემ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას განცხადებით მიმართა და მოითხოვა მისთვის, როგორც ერთადერთი კანონიერი მოსარგებლისათვის ამავე რაიონში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. მოსარჩელის მითითებით სადავო ქონებაზე სხვა პირს ან პირებს პრეტენზია არ გააჩნიათ. გამგეობის გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა მოსარჩელეს განცხადების დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძველით, რომ წარდგენილი დოკუმენტები არ ადასტურებდა არაპრივატიზებული, საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართებზე მარინა ქისიშვილის კანონიერი სარგებლობის უფლების ფაქტს. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელემ მიიჩნია უკანონოდ და გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიაში. 2012 წლის განკარგულებით მოსარჩელეს კვლავ უარი ეთქვა  მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. 

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მარინა ქისიშვილს სადავო ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე უარი ეთქვა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. სასამართლოს გადაწყვეტილებით ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას დაევალა საკითხის ხელახალი შესწავლა და შემდგომ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. 

სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის  გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
ქართველებმა ევროლიგა დაიწყეს - მარკოიშვილის 13 და შერმადინის 92
მარიონეტულმა რეჟიმმა ენგურის ხიდი კვლავ ჩაკეტა3
გიგანტური ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ხალხს შიშის ზარს სცემს (VIDEO)4
ცვილის მუზეუმში აჭარის ყოფილი ლიდერის - ასლან აბაშიძის ქანდაკებაა განთავსებული5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X