საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში უკრაინის
ექს-პრემიერ იულია ტიმოშენკოს 400-მდე პროცედურა ჩაუტარდა. ამით მსგავსი
დაავადების მქონე 10 ადამიანი დადგებოდა ფეხზე - მიიჩნევენ უკრაინელი ექიმები.
ხერხემალზე პრობლემების მქონე ადამიანის
რეაბილიტაციის მაქსიმალური ვადა 21 დღეა - ამბობს ხერხემლისა და სახსრების
პათოლოგიის ხარკოვის ინსტიტუტის დირექტორი ნიკოლაი კორჟი.
„სამედიცინო თვალსაზრისით, ტიმოშენკოს
შემთხვევაში, საქმე გვაქვს ჩვეულებრივ პრობლემებთან, რომელიც, უხეშად რომ ვთქვათ,
შეიძლება, ჩვენი ქვეყნის მცხოვრებ ყოველ მეორე ადამიანს ჰოქნდეს“ - ამბობს კორჟი
და დასძენს, რომ ტიმოშენკოს უკვე მეორე თვეა უტარებენ სარეაბილიტაციო პროცედურებს.
კორჟის
თმით, გერმენელი ექიმები არა ტიმოშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობით, არამედ
„პაციენტის პოლიტიკური ინტერესების ლობირებით არიან დაკავებულები“ და ურჩევს მათ,
თავის რეპუტაციაზეც დაფიქრდნენ და ნუ ითამაშებენ პოლიტიკაში.
internet.ge