"ქართუ ჯგუფის" აქციები აუქციონზე არ
გაიყიდა. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს აღსრულების
ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან
ურთიერთობის
სამსახურის წარმომადგენელმა, ბესიკ ლილუაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ქონების
განკარგვის შესახებ ინფორმაციას საზოგადოება ეროვნული ბიუროსგან ხვალ
გაიგებს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით,
"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, პირველ იძულებით საჯარო აუქციონზე განთავსებული ქონების საწყისი ფასი ექსპერტის მიერ დადგენილი საბაზრო ფასის 50%, შესაბამისად, "ქართუ ჯგუფში" ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქციების 100%-ის საწყისი ფასი - 75 940 330,50 ლარია, ხოლო "პროგრეს ბანკში" კუთვნილი აქციების 21.7% საწყისი ფასი - 1 783 249
ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ივანიშვილი 151 მლნ ლარით დააჯარიმა, თუმცა მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ "ქართული ოცნების" ლიდერს დაკისრებული სახდელის ოდენობა გაუნახევრა და მას 75 მლნ ლარი დააკისრა. ივანიშვილმა არც აღნიშნული თანხა გადაიხადა, ამიტომ მისი ქონება იძულების წესით აუქციონზე გაიტანეს.
Internet.ge