კულტურის სამინისტრო თანამდებობის პირების მიერ თანამდებობრივი მდგომარეობის საარჩევნო მიზნებისათვის გამოყენებას უარყოფს
19:07 10.07.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერნეტ.ჯი" უცვლელად გთავაზობთ.
"საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის ცნობილი გახდა 2012 წლის 5 ივლისს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომელიც ეხება სამინისტროს თანამდებობის პირების მიერ თანამდებობრივი მდგომარეობის საარჩევნო მიზნებისათვის გამოყენებას, რაც გამოიხატება მათ მიერ თანამშრომლების დავალდებულებაში მხარი დაუჭირონ მმართველ პარტიას და შეადგინონ მხარდამჭერთა სიები, რასაც ვითომცდა თან სდევს თანამდებობრივი პასუხისმგებლობის მუქარა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ კატეგორიულად უარყოფს თანამდებობის პირების მიერ აღნიშნული ქმედებების განხორციელებას. სამინისტროს არ მიუღია და არც მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ვალდებულებების თანამშრომლებისათვის დაკისრებაზე და საარჩევნო კამპანიაში თანამშრომლების ჩართვაზე.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებაში არ არის დასახელებული არც ერთი კონკრეტული ფაქტი, თანამდებობის პირი ან საჯარო მოხელე, რაც საშუალებას მოგვცემდა დამატებით გადაგვემოწმებინა ინფორმაცია მსგავსი დარღვევების არსებობის შესახებ.
იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროს რომელიმე თანამშრომლის მიერ, მიუხედავად მისი თანამდებობისა, პირადი ინიციატივით განხორციელდა ან მომავალში განხორციელდება თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოსთვის საფრთხის შემცველი ქმედება და ეს დადასტურდება სათანადო მტკიცებულებებით, ბუნებრივია სამინისტრო დაუყოვნებლივ მოახდენს კანონით დადგენილ რეაგირებას."
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|