გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში
მცხოვრებმა 15 წლის თამარ ზანთარიამ თავი მოიკლა, - იუწყება აფხაზეთის
საინფორმაციო სააგენტო „აპსნიპრესი“.
გოგონა სახლიდან 3 აპრილს გავიდა და აღარ
დაბრუნდა. საღამოს 22:00 საათზე კი, მთელი დღის
ძებნის შემდეგ, მეზობლად მდგარ მიტოვებულ სახლში ჩამომხრჩვალი
იპოვეს. გარდაცვლილის მამის თქმით, შვილი მას ხშირად ეკითხებოდა, როგორ ხდება
ჩამორხჩობა.
ტრაგედიის ადგილზე იპოვეს წერილი, სადაც
თამარ ზანთარია წერს, რომ არავინ დაადანაშაულონ მის სიკვდილში. იქვე გოგონა სთხოვს
მშობლებს, მის პანაშვიდზე მისვლის უფლება მისცენ ახალგაზრდას, რომლის ვინაობაც
წერილში არ არის მინიშნებული. მამასა და
უფროს ძმას კი ეხვეწება შეწყვიტონ ალკოჰოლის გამოყენება.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ბრიგადა მაშინვე გავიდა.
Internet.ge