მმართველი პარტია ტრაგედიის ზონად ქცეული კრიმსკის მოსახლეობის მოსყიდვას ცდილობს (VIDEO)
ვიდრე წყალდიდობით განადგურებული კრიმსკიდან მიცვალებულთა ცხედრები სატვირთო
მანქნებით ჯერ კიდევ გააქვთ, რუსეთის მმართველი პარტია საკუთარი თავის
აგიტაცია-პროპაგანდასა და რეკლამირებას ეწევა.
როგორც
რუსული გაზეთები წერენ, ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც კრიმსკისთვის გროვდება,
ადრესატებამდე ისე ვერ მივა, თუ მას „ედინაია როსსიას“ რაიმე ნიშანი არ ედება, მათ
შორის, წყლის ჭურჭელს და საკვებს, რაც უკვე ინტერნეტში სკანდალად იქცა. ბლოგებში
წერენ, რომ მმართველი პარტია ტვირთებს თავის სტიკერებს ამაგრებს, მიუხედავად
იმისა, მის მიერაა გაგზავნილი ის, თუ - არა.
ფოტოები ოპოზიციონერმა ოლეგ კაშინმა გამოაქვეყნა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრაგედიით დაზარალებულებს
ხელისუფლების მომხრეობაზე ხელს აწერინებენ, სანაცვლოდ კი გარანტირებულ ფულად
კომპენსაციას ჰპირდებიან.
internet.ge