Google
ინტერნეტ-მომხმარებელთა თვალთვალის მცდელობის გამო 22,5 მილიონ დოლარს გადაიხდის.
კორპორაცია
მსგავს გარიგებაზე ფედერალურ სავაჭრო კომისიასთან (Federal Trade Commission) წავიდა,
რომელმაც ინტერნეტ-გიგანტი „პირადი ცხოვრების საიდუმლოების“ დარღვევაში
დაადანაშაულა. საქმე მილიონობით მომხმარებელს ეხება, რომლებიც Safari-ს
ვებ-ბრაუზერს იყენებენ.
ბრალდების
თანახმად, Safari-ის
შეცდომაში შესაყვანად კომპანია სპეციალურ კოდს იყენებდა, რომლითაც მომხმარებლების მონიტორინგი შეეძლო.
ეს
ყველაზე დიდი ჯარიმაა, რომელიც სავაჭრო კომისიას ოდესმე დაუწესებია.
internet.ge