სააგენტო
„რია ნოვოსტიმ“ გამოკითხვა ჩაატარა, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ რუსეთში თავს
ბედნიერად გამოკითხულთა მხოლოდ 6% გრძნობს, 5%-ს ყველაფერი აწყობს, დანარჩენები კი
უკმაყოფილონი არიან ცხოვრებით და ბედნიერების საფუძველი არ აქვთ.
„რია
ნოვოსტიმ“ გამოკითხვის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბოლო პერიოდში რუსეთის
სოცილოგიური სამსახურები თავის გამოკითხვებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ბედნიერ
მოქალაქეთა რიცხვი ქვეყანაში შეუქცევადად იზრდება.
ამის შემდეგ
თავის ვებ-გვერდზე გამოკითხვა ჩაატარა „ნოვი რეგიონმაც“, რომლის შედეგადაც გაირკვა,
რომ „მე ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ ატანა მიწევს“ - ასეთია გამოკითხულთა 34,
29%-ის პასუხი, 23, 42 %-ს მიაჩნია, რომ „ყველაფერი ცუდადაა და რუსეთში ბედნიერება
არ არსებობს“, 6, 82%-ს კი ქვეყნიდან წასვლა სურს, რადგან „საზღვარგარეთ ხალხი
ბედნიერად ცხოვრობს“.
internet.ge