უკვე თითქმის
ორი კვირაა აფხაზეთში უშედეგოდ ეძებენ 14 წლის ხრიპს მარშანიას, რომელიც ოჩამჩირის
რაიონის სოფელ ოტაპიდან 26 მაისს მთაში წავიდა და სახლში აღარ დაბრუნებულა.
როგორც
„აპსნიპრესი“ იუწყება, საკმაო დროის გასვლის მიუხედავად სამძებრო სამუშაოების
შეწყვეტას არ აპირებენ.
მაშველებს
ადგილობრივი მონადირეებიც ეხმარებიან. ჯერჯერობით, ბავშვის ვერანაირ კვალს ვერ
მიაგნეს.
internet.ge