საკრუიზო
ლაინერის „კოსტა-კონკორდიას“ კაპიტანმა ფრანჩესკო სკეტინომ ბოდიში მოიხადა გემის
ჩაძირვის გამო და ამ შემთხვევას, რომელსაც 32 ადამიანი ემსხვერპლა, „ბანალური
შემთხვევითობა“ უწოდა. ამის შესახებ ‘’დეილი ტელეგრაფი" იუწყება.
იტალიურ ‘’მე-5 არხს" კაპიტანმა უთხრა, რომ რიფთან შეჯახებამდე
ის ტელეფონზე საუბარში გაერთო. თუმცა თავს მხოლოდ იმაში გრძნობს დამნაშავედ, რომ
ამ დროს გემის მართვა სხვას გადააბარა.
სკეტინოს აზრით, პასუხისმგებლობა სწორედ ამ
ადამიანზე უნდა გავრცელდეს. „ეს ბანალური შემთხვევითობაა, რომელშიც ბედისწერა ჩაერია“ - განაცხადა მან.
internet.ge