„ქართუ ბანკის“
დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ეკატერინა
ხვედელიძეს მის პირად ანგარიშზე არანაირი თანხა არ დაურიცხავთ.
ჯავახიშვილმა სახელმწიფო აუდიტის განცხადებას,
რომლის მიხედვითაც „ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის
საბანკო ანგარიშებიდან, 2012 წლის განმავლობაში, მის ანგარიშზე 6 მილიონ ლარამდე ფულადი თანხა
ჩაირიცხა „დიდი შეცდომა“ უწოდა.
„შეგიძლიათ დიდი ასოებით, ქალბატონ მოგელაძისთვის გასაგებ ენაზე დაწეროთ,
რომ ჩემი ამ ქვეყანაზე 58 წლიანი ბოგინის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილს და მის
მეუღლეს არასდროს ჩაურიცხავთ, კაპიკი, ცენტი, დოლარი, ევრო და სხვა სახის
კუპიურა“,- განაცხადა ჯავახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ოფიციალურად მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით
განაცხადა, რომ გაცხადებული პოლიტიკური
მიზნების და ამოცანების მქონე ფიზიკური პირის - ბიძინა ივანიშვილის და მისი
მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის საბანკო ანგარიშებიდან, 2012 წლის განმავლობაში, სს
„ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორის ნოდარ ჯავახიშვილის პირად ანგარიშზე 6
მილიონ ლარამდე ფულადი თანხა ჩაირიცხა, რომელიც ამ უკანასკნელმა ჩარიცხვისთანავე
გაიტანა ბანკიდან.
ამასთან სახელმწიფო
აუდიტის სამსახურმა ბანკის გენერალურ
დირექტორს მოსთხოვა ფინანსური მონიტორინგის სამსახურს დოკუმენტალურად
დადასტურებული ინფორმაცია, მიღებული დაფინანსების შედეგად განხორციელებული
საქმიანობისა და ხარჯების შესახებ სამი დღის ვადაში წარუდგინოს.
internet.ge