აიათოლა ალი ჰამენეიმ ირანელებს ომისა და სამყაროს აღსასრულისთვის მზადებისკენ მოუწოდა
ირანის სულიერმა ლიდერმა თავის ხლახს მოუწოდა - მოემზადონ ომისთვის და სამყაროს
აღსასრულისთვის.
ამის
შესახებ ირანელი ხალხისადმი აიათოლა ალი ჰამენეის მიმართვაშია ნათქვამი - იუწყება
„ინტერფაქსი“. სულიერმა ლიდერმა ირანელებს „მე-12, დაფარულის“ - იმამ მაჰდის
მოსალოდნელი მოსვლის შესახებ აუწყა, რაც შიიზმში განკითხვის დღესთან არის
დაკავშირებული. მაჰდი სწორედ განკითხვამდე უნდა მოვიდეს, რათა სამყარო გადაარჩინოს
და ისლამური მსოფლიო წესრიგი დაამყაროს.
ჰამენეიმ
განაცხადა, რომ ირანელების ვალია, ემზადონ „დიდი ლიდერის მოსვლისთის“.
„თუ ჩვენ მე-12 იმამის მებრძოლებად ვთვლით თავს, მზად უნდა ვიყოთ ალაჰის
ხელმძღვანელობით ომისთვის. მისი დახმარებით, ჩვენ გავაკეთებთ ისე, რომ ისლამური
ცივილიზაცია იზეიმებს მსოფლიო არენაზე“ - განაცხადა ჰამენეიმ.
Internet.ge