ბოლო რამდენიმე დღის
განმავლობაში, გურამიშვილის ბავშვთა საავადმყოფოში მოზარდები ვირუსული ეტიოლოგიის
სტომატიტით მოათავსეს. მათ უმეტესობას მაღალ ტემპერატურასთან ერთად პირის ღრუში
გამონაყარი აღენიშნებოდათ.
ექიმების განცხადებით,
ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მათ სამედიცინო დაკვირვება
ესაჭიროებათ. მათივე თქმით, ბოლო ხანს გახშირდა შემთხვევები, როდესაც ჩვეულებრივი
ვირუსული ინფექციები რთულდება სტომატით.
დაავადებას მაღალი
ტემპერატურა, მადის დაკარგვა, იმუნიტეტის დაქვეითება და დასუსტება ახასიათებს.
მსგავსი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში მედიკოსები საზოგადოებას ურჩევენ,
სტაციონარებს დროულად მიმართონ.
internet.ge