ქსენია სობჩაკი ახალი რეკლამის გმირი გახდა. ის ბანკ „ტინკოფ
კრედიტნიე სისტემის“ სარეკლამო რგოლში, სახელწოდებით „ჩხრეკა-2 ქსენია სობჩაკთან“
გადაიღეს.
ვიდეოში ნაჩვენებია იარაღიანი ნიღბიანები, რომლებიც ღამით სობჩაკის
სახლში შეიჭრებიან, ხერხავენ სეიფს და ბანკ „ტინკოფ კრედიტნიე სისტემის“ საკრედიტო
ბარათებს პოულობენ.
რეკლამის სიუჟეტი აგებულია რეალურ ფაქტზე, - სობჩაკის ბინის რეალურ
ჩხრეკაზე, რაც სობჩაკის ოპოზიციურ აქციებში მონაწილეობას მოჰყვა.
internet.ge