GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სახალხო დამცველმა მთვარ პროკურორს რეკომენდაციით მიმართა
11:31 12.07.2012
დღის სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, დაიწყოს გამოძიება მოქალაქე გიორგი ქავთარაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით.

სახლახო დამცველის ინფორმაციით, ზუგდიდის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფო „რესპუბლიკაში“ განთავსებულ მოქალაქე  გიორგი ქავთარაძის განმარტებით, 2012 წლის 3 ივლისს, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა სოფელ ანაკლიაში, საზაფხულო ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც  გადაწყვეტილი ჰქონდათ ღამის ადგილზე გათენება.

„ქავთარაძის გადმოცემით, ღამის საათებში მათთან მივიდა პოლიციის ავტომობილი, საიდანაც გადმოვიდა სამი პიროვნება. ერთ–ერთმა პოლიციელმა მას მოსთხოვა ავტომობილის საბუთები და მართვის მოწმობა. საბუთების წარდგენის შემდეგ ქავთარაძეს მოსთხოვეს ალკოჰოლის ტესტის გავლა, რის შემდეგაც იგი მეგობრებთან ერთად ჩასვეს პოლიციის ავტომანქანაში და გადაიყვანეს ანაკლიის პოლიციაში.     

ქავთარაძის განცხადებით, ის და მისი თანმხლები პირები მოათავსეს ერთ ოთახში. ქავთარაძემ პოლიციელს სთხოვა, არ დაეკისრებინა მისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა, ვინაიდან მას ადრე უკვე ჰქონდა დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი. აღნიშნულის გამო პოლიციის თანამშრომელმა მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი გაარტყა მარცხენა წარბის არეში, რის შემდეგაც ქავთარაძემ იგრძნო თავბრუსხვევა. ქავთარაძის თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა მის მეგობრებსაც მიაყენეს სიტყვერი და ფიზიკური შეურაცხყოფა”,- ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი ქავთარაძის განცხადებით, მომხდარი ფაქტის შემდეგ მას უჭირს მეტყველება.  სამედიცინო ბარათში გაკეთებული ჩანაწერების მიხედვით, ქავთარაძეს სამედიცინო ნაწილში შესვლისას აღენიშნებოდა ნევროზული მდგომარეობა, ნაკაწრი ჭრილობები თავისა და გულმკერდის არეში. მას თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი დაესვა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 31 ივლისისთვის1
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას მოსახლეობის 75% აპირებს2
საუდის არაბეთის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები გიგი უგულავას შეხვდებიან3
26 აპრილს პარლამენტის წინაშე მინისტრები წარდგებიან4
ტუბერკულოზით დაავადებულთა დაწესებულებაში 610 პატიმარი შიმშილობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X