მამუკა ღლონტი: მონიტორინგის სამსახური "ქართულ ოცნებასთან" გაფორმებული ხელშეკრულებებით დაინტერესდა
"მაესტროსგან" კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" და ფონდ
"ქომაგთან"
გაფორმებული
სარეკლამო
ხელშეკრულებების
და ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციას
სახელმწიფო მონიტორინგის სამსახური 48 საათის განმავლობაში მიიღებს. ამის შესახებ
„ინტერნეტ.ჯი“-ს არხის დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა განუცხადა.
მისი თქმით, რეკლამის გაფორმებისას რაიმე სახის კანონდარღვევას ადგილი
არ ჰქონია.
„მაესტროს" ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ, როგორც გაარკვია მოგელაძის
უწყება გვთხოვს წარვუდგინოთ "ქართულ ოცნებასთან" და ფონდ "ქომაგთან" გაფორმებული სარეკლამო ხელშეკრულებები, რასაც აუცილებლად მიიღებენ. ჩვენ ყველაფერი
წესრიგში გვაქვს“,- განაცხადა ღლონტმა.
„მაესტროს“ დამფუძნებელი მთავარი
პროკურატურის ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც "ქართულ ოცნებასთან"
დაკავშირებული კომპანია „ელიტა ბურჯის" ხელმძღვანელ პირთა დავალებით,
კომპანია „მაესტრომ" საქართველოში დიდი ოდენობით ანტენები შემოიტანა, მოკლე კომენტარით
შემოიფარგლა:
„ეს არის თავისუფალი მედიის შევიწროება და
სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა“.
internet.ge