IX საუკუნის ვაჩნაძიანის ყველაწმინდა, რომელიც ქვეყნის არქიტექტრული ძეგლებიდან გამორჩეულად მძიმე მდგომარეობაშია,
პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
რთულად
სარესტავრაციო
ძეგლზე სპეციალისიტები უკვე მეორე წელია მუშაობენ. პროექტის პირველ ეტაპზე ყველაზე რთულ მდგომარეობაში არსებული სამხრეთისა და დასავლეთ კედლის საძირკვლები გამაგრდა, აღდგა ძეგლის მეორე სართულის ფრონტონები და ჩანგრეული კამარები.
ამ
ეტაპზე რესტავრატორები ძეგლის დანგრევის განმსაზღვრელ დამატებით ფაქტორებს - კონსტრუქციულ ბზარებს ებრძვიან, რომელთა რაოდენობა საგანგებო კვლევის შედეგად, იმაზე მეტი აღმოჩნდა ვიდრე შეუიარაღებელი თვალით შეფასებისას ჩანდა.
რესტავრაციის
ბოლო ეტაპი გუმბათისა და ტაძრის მკლავების დაზიანებული კრამიტის გადახურვის შეცვლა იქნება და ვაჩნაძიანის ტაძარი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს.
დღეს, 12 ივლისს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ისტორიკოსებთან ერთად ძეგლზე მიმდინარე სამუშაოებს მოინახულებს.
internet.ge