ვლადიმერ უგულავა: ყველა თანამშრომლის ინტერესი მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის,
ბიძინა ივანიშვილის კუთვნილებაში არსებულ „ქართუ ბანკის“ ახლადდანიშნული მმართველის,
ვლადიმერ
უგულავას განცხადებით, "ქართუ ჯგუფში" შემავალი კომპანიების ყველა თანამშრომლის ინტერესები გათვალისწინებული იქნება.
„ჩემი ამოცანაა კეთილსინდისიერად შევასრულო დაკისრებული მოვალეობა.
მინდა განსაკუთრებული ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჯგუფში შემავალი
ნებისმიერი კომპანიის ყველა თანამშრომლის ინტერესი მაქსიმალურად იქნება
გათვალისწინებული“,- აღნიშნა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღსრულებას
დაქვემდებარებული ქონების მმართველად, ("ქართუ ჯგუფისა" და
"პროგრეს ბანკის აქციები") ვლადიმერ უგულავა დღეს დაინიშნა.
internet.ge