GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სპორტის სამინისტრო სპორტსმენების განცხადებას ეხმაურება
13:24 12.07.2012
დღის სიახლეები

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ქართველ სპორტსმენთა ნაწილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მასში ნათქვამია, რომ არც ერთი სპორტსმენი პოლიტიკური შეხედულებების გამო არ იდევნება და რომ სამინისტრო პატივს სცემს მათ უფლებას, გამოხატონ თავიანთი აზრი.

„თავს ვალდებულად ვთვლით დავაფიქსიროთ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს  პოზიცია სპორტსმენთა ერთი ჯგუფის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე - პოლიტიკური ნიშნით მათი უფლებების შელახვასთან დაკავშირებით.

ჩვენ ვთვლით რომ ყველა სპორტსმენი ამავე დროს თავისი ქვეყნის მოქალაქეა და, შესაბამისად, სრული უფლება აქვს ჰქონდეს და გამოხატავდეს თავის მოქალაქეობრივ ან პოლიტიკურ შეხედულებას.

ამ მხრივ, სამინისტროს არასდროს შეუზღუდავს არც ერთი სპორტსმენი, არც ერთი მათგანის  მიმართ არ გატარებულა არანაირი საჯარიმო სანქცია მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო.

აღსანიშნავია, რომ გუშინდელი განცხადების ყველა ხელმომწერი კონკრეტული პოლიტიკური კოალიციის წევრი და მხარდამჭერია, შესაბამისად, მათი განცხადებაც ამ კოალიციის საარჩევნო კამპანიის ნაწილია. მათ სრული უფლება აქვთ კამპანიაში მონაწილეობისაც, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამ მონაწილეობის გზად საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა ამორჩეული.

დაინტერესების შემთხვევაში, ძალიან ადვილად შეიძლება გადამოწმდეს, რომ ეს სპორტსმენები დღემდე იღებენ მათთვის სპორტული მიღწევებისთვის სახელმწიფოს მიერ დანიშნულ ანაზღაურებას და არც ერთი მათგანი პოლიტიკური შეხედულებების გამო არ გაურიცხავთ ეროვნული ნაკრებდან.

რაც შეეხება სპორტსმენის პოლიტიკაში ჩართვის უარყოფით ასპექტს - ასეთი ასპექტი მხოლოდ ერთია - პოლიტიკაში აქტიურად ჩართვამ შეიძლება უარყოფითი გავლენა  იქონიოს სპორტულ დისციპლინაზე. ხშირ შემთხვევაში, სხვა ვალდებულებებისთვის დროის დიდი ნაწილის გამოყოფა არღვევს პირადად სპორტსმენის და ნაკრების სპორტულ რეჟიმს, რაც ნეგატიურად აისახება ქართული სპორტის შემდგომ მიღწევებზე.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაფიქსირებთ, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ,  შესაბამის სპორტულ ფედერაციებთან ერთად მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაციების დონეზე მიაწოდა ინფორმაცია აქტიურ პოლიტიკაში ჩართულ სპორტსმენებს, რომ მათმა ჩართულობამ აქტიურ პოლიტიკაში არ დაარღვიოს სპორტული დისციპლინა", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საქართველო მსოფლიოს უნივერსიტეტების პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციას მასპინძლობს1
“ქართული ოცნების” აქტივისტებმა მოსწავლეებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს2
სტუდენტებმა აქციების გაგრძელებაზე უარი თქვეს3
29 წლის ქალი სამი შვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი4
კონცერტზე ორი ადამიანი გარდაიცვალა და ცხრა დაშავდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X