რეკორდული რაოდენობის წვიმამ იპონიაში წყალდიდობა გამოიწვია. ქვეყნის
სამხრეთით მინიმუმ 4 ადამიანია დაღუპული, 20-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება.
ყველაზე მეტად ოიტიმასა და კუმამოტოს პრეფექტურები დაზარალდა. საფრთხის ქვეშაა
სხვა რაიონებიც.
კუმამოტოს ხელისუფლებამ 50 ათასადმდე ადამიანის ევაკუაციის შესახებ
გასცა ბრძანება.
როგორც ამბობენ, ქვეყნის აღნიშნულ რეგიონებში ამ რაოდენობით ნალექი არასდროს
მოსულა, კუნძულ კიუსიუს ექვს პრეფექტურაში მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლისა და
მეწყერების საფრთხეც არსებობს.
წყალდიდობით
გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციისა და სამაშველო სამუშაოებში მაშველების გარდა
იაპონიის არმიაც არის ჩართული.
internet.ge