"ქართული ოცნების" წევრები, რომლებმაც ქალებს სცემეს, კარალეთიდან ქვების სროლით გააძევეს
რამდენიმე წუთის წინ, ბიძინა ივანიშვილის მომხრეები, კარალეთიდან, ქვების სროლით გამოაძევეს, - იუწყება საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი "პრესა.ჯი".
როგორც გამოცემა წერს, "ქართული ოცნების" გამოძევებულმა წევრებმა, კარალეთელი დევნილი ქალები სცემეს. კარალეთში ჩასახლებული დევნილები, „ქართული ოცნების“ უსაფუძვლო დაპირებებმა და განცხადებებმა გააღიზიანა.
კარალეთში კალაძემ ივანიშვილის მოსაზრება გაიმეორა, თითქოს 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო.
გამოცემა იუწყება, რომ ვიდეო მასალას, როგორ გამორბიან კარალეთიდან "ქართული ოცნების" ლიდერები, რამდენიმე საათში გამოაქვეყნებს.
internet.ge