უკრაინის სახალხო პარტია
„თავისუფლების“ აქტივისტებმა და უკრაინელ ნაციონალისტთა კონგრესის
წარმომადგენლებმა კიევში, რუსეთის საელჩოსთან, პიკეტი მოაწყვეს. ისინი
ვლადიმერ პუტინის ყირიმში ვიზიტს აპროტესტებენ, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვიქტორ
იანუკოვიჩს უნდა შეხვდეს.
„რუსული სამყარო უკრაინაში არ იქნება!“, „პუტინო, წადი კრიმსკში და არა
უკრაინაში!“, „გაიტანეთ პუტინის სისხლიანი რეჟიმი“, „რუსეთის ისტორია - ერთი
სისხლიანი საქმეა“ - ასეთი ლოზუნგებით მანიფესტანტებმა კრემლისადმი მიმართვა
წაიკითხეს და მოითხოვეს, რომ რუსეთმა სასწრაფოდ გადასცეს უკრაინას „გაზპრომის“
აქციების ნაწილი იმის საფუძველზე, რომ კომპანიის ქონება საბჭოთა პერიოდში
იქმნებოდა, მათ შორის უკრაინელების მონაწილეობით, უკრაინული საწარმოების ტექნიკური
საშუალებების გამოყენებითა და უკრაინელი მეცნიერების ნაშრომების საფუძველზე.
internet.ge