GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ე.წ. ატსტუპნიკებს წინადადებას სთავაზობს
17:23 12.07.2012
დღის სიახლეები

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ე.წ. ატსტუპნიკებს მოუწოდებს 30 000 ხელმოწერა შეაგროვონ და საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირონ, რომელსაც კომიტეტი მხარს დაუჭერს.

ამ შეთავაზების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორი, პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელს შეხვდა.

ლაღიძის თქმით, კომიტეტისგან წინადადება მიიღეს, რომ ინიციატივა დაარეგისტრირონ.

ამასთან, აქციის მონაწილეები „ბინათმოსარგებლეთა შესახებ“ კანონში ერთი მუხლის დამატებას ითხოვენ. კერძოდ, ლაღიძის განმარტებით, კანონში უნდა ჩაიწეროს, რომ ყველა ბინათმოსარგებლე ანუ ე.წ. ატსტუპნიკი ფართის თანამესაკუთრე უნდა გახდეს, რაც იმას  ნიშნავს, რომ დღევანდელ მესაკუთრეს თანამესაკუთრის ნებართვის გარეშე ბინის გაყიდვის, იპოთეკით დატვირთვის ან გაჩუქების საშუალება არ ექნება. ე.წ. ატსტუპნიკს კი, გარანტია ექნება, რომ ფართს თაღლითურად არ გაუყიდიან.

რაც შეეხება დევნილებს, ლაღიძე აცხადებს, რომ კომიტეტი დევნილებს ურჩევს, ფართების დაკანონების მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს კოლექტიური განცხადებით მიმართონ.

„პარლამენტი ამ პრობლემით დაინტერესდება და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა სამინისტროს შუამდგომლობით მიმართავს. თუ ეს მორიგი ტყუილი არ არის და ქმედითი ნაბიჯია, რეალურად მისასალმებელია“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტის მისაღებში 40-მდე დევნილი და ე.წ „ასტუპნიკი“ იყო შეკრებილი, რომლებიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილთან  შეხვედრას ითხოვდნენ. აქციის მსვლელობისას, აქციის მონაწილე ერთ-ერთი ქალბატონი ცუდად გახდა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თბილისის მერია მზიურში მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს განახორციელებს1
შოთა უტიაშვილი: თუ აქცია სამართლებრივ ჩარჩოებში ჩაჯდება, პოლიცია მათ ხელს არ შეუშლის2
თბილისში მოკლე ხაზიანი სამარშუტო ტაქსები გაძვირდა3
საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ მოხერხდა4
ილია მეორე მიცვალებულთა ხსენების დღესთან დაკავშირებით პანაშვიდს გადაიხდის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X