ცხინვალში, ქორწილში სტუმრების მასობრივი ინტოქსიკაცია დაფიქსირდა.
შედეგად, 92 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, რომელთაგან 52 ადამიანი,
აქედან 17 ბავშვი კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. 4 ადამიანის მდგომარეობა
კი მძიმეა. ისინი რეანიმაციაში იმყოფებიან.
ექთნების თმით, ცხინვალის საავადმყოფოში ყველა პაციენტისთვის ადგილი
არ გამოინახა, ამიტომ, მათ, ვინც ნაკლებად მძიმედ გრძნობდა თავს, მკურნალობა
სახლში დაუნიშნეს.
როგორც „ლაიფ-ნიუსი“ იუწყება, მასობრივი მოწამვლის მიზეზი უხარისხო
„ფარში“ გახდა. პაციენტებს ნაწლავური
ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს.
როგორც გაირკვა, ყველა პროდუქტი, რაც საქორწილო სუფრაზე მიიტანეს,
ვლადიკავკაზში იყო შეძენილი და მათი მომზადებისა და შენახვის სანიტარული და
ტემპერატურული ნორმები არ იყო დაცული.
internet.ge