საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და მინისტროს
მოადგილე გიორგი კარბელაშვილი ქუთაისთან, კოპიტნარის
აეროპორტში
მიმდინარე
სამუშაოებს
გაეცნენ. მთავრობის
წარმომადგენლები აეროპორტის მშენებლობაზე დასაქმებულ პერსონალს შეხვდნენ და არსებული
მდგომარეობის
შესახებ მათგან მიიღეს ინფორმაცია.
მშენებლობა
რამდენიმე თვეში დასრულდება. სარეკონსტრუქციო სამუშაოები ფინალურ ეტაპზეა. მშენებლობის პროცესში სულ 500 ადამიანია დასაქმებული. აქედან 435 ადამიანი ადგილობრივი მოსახლეა.
კოპიტნარის
აეროპორტში განთავსდება აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი სათვალთვალო კოშკურა,
თანამედროვე სანავიგაციო სისტემა და
კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა.
„ეს
იქნება ყველაზე ლამაზი და ასე ვაკეთებთ ყველაფერს. ყველაზე კარგი ტექნოლოგიებით
აღჭურვილი იქნება მთლიანი აეროპორტი, “ – განაცხადა გიორგი კარბელაშვილმა.
მგზავრობა
კოპიტნარის აეროპორტიდან განხორციელდება როგორც რეგიონული მიმართულებით, ასევე
ევროპისა და აზიისაკენ. დაბალი ტარიფის
გამო მგზავრობა ყველასთვის ხელმისაწვდომი
იქნება.
ვერა
ქობალიას განმარტებით, – „ეს იქნება დამატებითი სამუშაო ადგილებისა და ბიზნესის
შექმნის საშუალება. ასევე მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომ ფასად მგზავრობის
შესაძლებლობა.“
internet.ge