საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს
„წმინდა
დიდებულთა
ათორმეტთა
მოციქულთა
კრებას“
სვეტიცხოვლობას
აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა ტაძარში,
წირვა-ლოცვა
აღევლინება.
სვეტიცხოველი ქართველთა უმთავრესი და უპირველესი ტაძარია, რადგან აქ დამარხულია უდიდესი სიწმინდე - იესო ქრისტეს კვართი, სამოსელი. ჯვარცმის დროს, ქრისტეს სამოსი წილად ერგო მცხეთიდან ჩასულ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს. მათ კვართი მცხეთაში ჩამოაბრძანეს. მცხეთაში ჩამოსულ
ელიოზს
მისი
და
სიდონია
შეეგება.
სიდონიამ
ძმისაგან
შეიტყო
უფლის
ჯვარცმის
შესახებ.
ტირილით
ჩაიკრა
კვართი
გულში
და
ისე
ძლიერ
განიცადა
მოსმენილი,
რომ
გარდაიცვალა.
ელიოზმა და კვართითურთ დაკრძალა. საფლავზე ამოვიდა ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოჭრეს ხუროებმა, მისგან დაამზადეს შვიდი სვეტი, მათ შორის ერთი, სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი, ვერ აღმართეს.
იგი
მხოლოდ
წმ.
ნინოს
ლოცვა-ვედრების
შემდეგ
აღიმართა
იმ
ადგილზე,
სადაც
ქრისტეს
კვართი
იყო
დაკრძალული.
აქ
აშენდა
სვეტიცხოვლის
ტაძარიც.
Internet.ge